რეზონანსი
19.04.2024

გიორგი გამსახურდია პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„წეღან თვალი გადავავლე, ვახო გომელაურის კომენტარებს, აბსოლუტურად მიუკერძოებელი, პროფესიონალიზმზე აგებული, ჰუმანურობით და სამართლიანობით გაჯერებული, არადამამცირებელი ვინმეს მისამართით და ზოგადად სახელმწიფოებრიობის შეგრძნებით გაჟღენთილი ყველა სიტყვა.

ახლა გადავავლოთ ვანოს „ვორდინგს" თვალი; „ფულს სუნი არ უდის", „ბევრი რჩევები თაროზე უნდა შემოდო", „მაიცათ რაა" და ა. შ. აღარ გავიმეორებ, გივისეულ კლასიკას, „სულს ამოგხდით". ესაა ბატონებო, სხვაობა ადამიანებსა და არაადამიანებს შორის. ვახო ზუსტად იმ ადამიანების გუნდიდანაა, ვინ ჩვენც ქვეყანას ადამიანურად უყურებს და ზეპატიოსნად, პროფესიონალურად უძღვება თავის საქმეს.

P..S. ვიცით, ვიცით, საარჩევნოდ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ვახოა, მაგრამ რას ვიზამთ, ვერ მიაღწევთ მაგ მიზანს", - წერს გიორგი გამსახურდია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×