რეზონანსი
19.04.2024

კანდიდატი ქვეყანა თუ ხმას აძლევს კანონპროექტებს, რომლებიც ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გავლენა ექნება გაწევრიანების პროცესზე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Euronews-თან საუბარში განაცხადა.

„მინდა ნათლად ვთქვა: კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში - ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. ეს საპირისპიროა.

იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა მიშელმა.

იმაზე საუბრისას, გაიყინება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ სადავო კანონპროექტის შედეგად, მიშელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, „გავლენა ექნებათ იმაზე თუ როგორ აფასებს ბრიუსელი ასპირანტი ქვეყნის შანსებს".

„გაფართოების პროცესი დამსახურებებზე დამყარებული პროცესია და აზრი კანდიდატი ქვეყნებისთვის - მათთვისაც, ვისაც ევროკავშირში შესვლა სურს - ის არის, რომ ისინი პატივს სცემენ საერთო ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.

თუ ხმას აძლევენ კანონპროექტებს, რომლებიც ამ პრინციპებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გავლენა აქვს პროცესზე". - განაცხადა მიშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×