რეზონანსი
20.04.2024

ერთადერთი პასუხისმგებლობიანი ძალა რომელმაც დღეს ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის „ქართული ოცნება". თუ ვინმე არის შემძლე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ძალიან რთული ვითარებაა. დაავიწყდა ზოგზოგიერთებს, მსოფლიოში აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების და პოლიტიკური გარემოა. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითიდღე ირღვევა და არ ვიცით ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება - ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, რომ 200 მილიარდი დოლარია დახარჯული რუსეთის მხრიდანაც და ეს ომი გრძელდება. კაცმა არ იცის როდის დასრულდება. ის საფრთხე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით საზოგადოებაში, რომ არსებობს რეალური საფრთხე ამ ომის გადმოტანის ჩვენს ქვეყანაში, ეს საფრთხე არსად წასულა, მეგობრებო. იმ უპასუხისმგებლო ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, გადმოეტანათ ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში, მინდა მივმართო, რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები ქვეყანაში რომ სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორიც დღეს არის. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ერთადერთი პასუხისმგებლობიანი ძალა რომელმაც დღეს ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის „ქართული ოცნება". თუ ვინმე არის შემძლე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×