რეზონანსი
20.04.2024

ვისაც ქართულ პოლიტიკაში რაიმე გამოცდილება ჰქონია, მით უმეტეს, იმ პერიოდში, როცა პირდაპირი რუსული პოლიტიკური გავლენა გაცილებით მეტი იყო საქართველოში, მისთვის ეს არის ანა-ბანა, - ამის შესახებ „ქრონიკაში" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე რუსეთის გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ შემთხვევაში რუსეთი, რა თქმა უნდა, გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც აქ ქვეყნის შიგნით ესკალაციას შეუწყობს ხელს. ანუ ოპოზიციის მიერ, რომლისთვისაც მთავარი არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და არა სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები, ასეთი განცხადებები ბრუტალურად, ბრმად, ბრიყვულად იქნება გამოყენებული. ასეთი განცხადებების ტირაჟირებით ხდება ცეცხლზე ნავთის დასხმა, რაც არის ამ განცხადებების მიზანი. ეს არის აქედან სულის შებერვა, რომ კარგად აგიზგიზდეს კოცონი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×