რეზონანსი
21.04.2024

დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ რამის კეთება, როდესაც ხედავ, რომ ისინი ღიად დგანან უფლის მხარეზე, ანუ ღიად აცხადებენ ერთგულებას უფლისა და ჩვენი ქვეყნისა, იქ უამრავი შემტევი არსებობს, თითის მქნეველი, როგორც ყოველთვის იყო, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა.

„მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით - ნაწილით, ყველას ვერ დაიმონებ. ამუნათებენ ბავშვებს თუ არ გავიდნენ მათ მხარეზე. ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება, შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე, ანგრევდნენ ტაძრებს, კლავდნენ ღვთის მსახურებს და ხატებს ესროდნენ, ბოლო ეს იყო. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან", - აღნიშნა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×