რეზონანსი
21.04.2024

გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტსა და ქუჩაში განვითარებულ ბოლო პერიოდის მოვლენებს ანალიტიკოსი მაია ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა.

„იმედის კვირასთან" მან ისაუბრა, თუ რა სავარაუდო გეგმა გააჩნდათ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვა რომ ჩაშლილიყო.

„უნდა ყოფილიყო მოულოდნელი თავდასხმა, ფაქტობრივად, სპიკერის გამოყვანა მწყობრიდან, ანუ გვერდით გაყვანა და ვის უნდა წაეყვანა კანონპროექტის განხილვა? - აღარ მოხდებოდა. აქ დაიწყებოდა ხმაური და პრაქტიკულად პროცესი ჩავარდებოდა.

აქ იყო ერთი რამ, რომ მამუკა ფიზიკურად ყოფილა მომზადებული. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ იგი არ დაეცა ფიზიკურად და კიდევ მორალურად", - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, თუ რა რესურსი გააჩნია რადიკალურ ოპოზიციას გამოსვლების მოსაწყობად.

„დღეს მათი რესურსი არ იყო ისეთი, რაც იქნებოდა შემოდგომაზე. ამ პროცესს ისე ვერ გაატარებდნენ - ხომ არ იტყოდნენ, არა, მიიღეთ ეს კანონი და ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ. ამის მორალურ უფლებას საკუთარ თავს ვერ მისცემდნენ, არც პატრონი არ მისცემდათ. მით უმეტეს, ამხელა ფულის გამჭვირვალობაზეა საუბარი და ის ფული, რომელიც უნდა შემოვიდეს - ძალიან დიდი ფული უნდა შემოვიდეს. მოულოდნელობის ეფექტმა მათ მთელი კოზირები დააყრევინა. ახლა ჩვენ ვსხედვართ და ძალიან მარტივად ვხსნით მათ ქმედებებსა და ტექნოლოგიებს, რომელიც იქ მუშაობდა - კანვასის ტექნოლოგიებს", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×