რეზონანსი
21.04.2024

აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებდნენ, მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან.

ორგანიზატორების თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული სახის პროვოკაციები, ამიტომ აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, მსგავს პროვოკაციას არ აჰყვნენ.

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს! კი ევროპას"."არა ოფშორულ კანონს".

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს მიღო, რომელსაც 3-დღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×