რეზონანსი
21.04.2024

მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვართ. ყველა ქვეყანაში ასეა, როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ, ზოგს უყვარხარ და ზოგს - არა. როდესაც იგებ საუკეთესო ხარ და როდესაც აგებ - ყველაზე ცუდი, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „იმედის კვირას" განუცხადა.

„ბევრი ადამიანი მოვიდა და მეუბნებოდა: „გაბრაზებული ვიყავი შენზე, რადგან შარშან ეს გააკეთე, ის გააკეთე და ახლა ბოდიშს გიხდი, მადლობა". არა, არაფერი საბოდიშო არაა. ეროვნული ნაკრები არის ეროვნული. ეს ეროვნული საგანძურია. თუ ვინმე სოციალურ ქსელებით მაკრიტიკებს, მე მაინც არ შევიცვლი ჩემს აზრს, გადაწყვეტილებებს და გზას. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვართ. ადამიანები ვინც შეურაცხყოფას აყენებენ ამგვარად იმას, ვისაც არ იცნობენ, არ იციან, რა ხდება და მეორეა, არ არიან ბედნიერები თავის ცხოვრებაში და ხანდახან მეცოდებიან. თუ ჩემი შეურაცხყოფით და კრიტიკით ბედნიერი გახდები, მაშინ კარგი, ასე გააგრძელე. ყველა ქვეყანაში ასეა, როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ, ზოგს უყვარხარ და ზოგს - არა. როდესაც იგებ საუკეთესო ხარ და როდესაც აგებ - ყველაზე ცუდი.

როდესაც რაღაც მომენტში მივხვდები, რომ აღარ ვარ შესაფერისი მწვრთნელი ნაკრებისთვის, ამ პროექტისთვის, მაშინ თავად წავალ. ყველა გულახდილები უნდა ვიყოთ. ახლა რატომ უნდა დავტოვო ახლა საქართველო? ვისაც შესაძლოა ჩემი წასვლა უნდოდა, ახლა მათ უნდათ დავრჩე", - განაცხადა ვილი სანიოლმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×