რეზონანსი
23.04.2024

ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია შემოვიყვანოთ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რითაც საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-თან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„უკვე მეორე დღეა, ვიმყოფებით დანიაში, რომელიც მასპინძლობს ერთ-ერთ უმსხვილეს საავიაციო ფორუმს. ფორუმის მიზანი არის, დააკავშიროს ერთმანეთთან აეროპორტები და ავიაკომპანიები, ხელი შეუწყოს საავიაციო მიმართულებების განვითარებას. ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია შემოვიყვანოთ.

რამდენიმე დღის წინ Transavia-მ უკვე შეასრულა ამსტერდამიდან პირველი ფრენა. 2 მაისს თბილისის აეროპორტი მიიღებს ვენიდან Austrian Airlines-ის მიერ შესრულებულ პირველ ფრენას. ეს მოლაპარაკებები შარშან, სწორედ ანალოგიურ ფორუმზე დაწყებული მოლაპარაკებების შედეგია და სწორედ ასეთი წარმატებული მოლაპარაკებებისთვის არის აუცილებელი მსგავს ღონისძიებებზე დასწრება.

ჩვენ ძალიან საინტერესო ავიაკომპანიებს შეხვდით და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გავუზიაროთ წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები, რომლებსაც აქ ვაწარმოებთ", - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×