რეზონანსი
24.04.2024

მღვდელს, რომელმაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წესი აუგო, მღვდელმსახურება შეუჩერეს. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ არხი „სირენა“ იუწყება, რომელიც პატრიარქ კირილის მიერ ხელმოწერილ შესაბამის განკარგულებას ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზები დოკუმენტში დასახელებული არ არის, თუმცა ცნობილია რომ დმიტრი საფრონოვმა ნავალნის საფლავზე გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პანაშვიდიც გადაიხადა.  საფრონოვის ხელმოწერა ფიგურირებდა მღვდელმსახურთა განცხადებაშიც, რომლითაც ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას მოითხოვდნენ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში 16 თებერვალს გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×