რეზონანსი
24.04.2024

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის უდიდესი მნიშვნელობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რამდენად უალტერნატივოა ქვეყნისთვის არჩევნებამდე სტაბილურობის შენარჩუნება და საქართველოს ევროპული მომავლის არჩევნების გზით დაცვა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ აუცილებლად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. მისი განცხადებით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×