რეზონანსი
24.04.2024

არა რუსულ კანონს და არა რუსულ მთავრობას! ეს არჩევანი ამ ქვეყანას გაკეთებული აქვს 100 წლის წინ, გაკეთებული აქვს 35 წლის წინ, გაკეთებული აქვს 2008 წელს და გაკეთებული აქვს სამარადჟამოდ და ეს არჩევანი დარჩება დაცული ყველა მოქალაქის მხრიდან. მე აქ ვერავის დავარიგებ ჭკუას, იმიტომ, რომ ეს არ არის პარტიული ან პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ყველა მოქალაქის ბრძოლა. ეს არ არის რუსთაველის, თბილისის, ან რომელიმე ქალაქის ბრძოლა, ეს არის ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის და ყველა ადგილის, იმიტომ, რომ ჩვენ ახლა გვართმევენ არა სკამებს პარლამენტში, არა ხელფასს, არამედ ქვეყანას და მომავალს. 

ახალგაზრდებს აქვთ წარმოუდგენელი ძალა, ეს ძალა გაუჩერებელია. ისინი ქმნიან განწყობას, შემართებას, პრინციპებს, არ არსებობს პოლიციელი, რომელიც მათ აღუდგება, ყველა პოლიციელს ეშინია ამ ახალგაზრდების, ამიტომ მე მინდა დავდო რამდენიმე პირობა, როგორც პოლიტიკოსმა, ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჭკუა კი არ დაგარიგოთ, ყველამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიბრძოლოთ რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ მინდა დავდო პირობა, ბრძოლის ყველა წამს ამ ახალგაზრდებს ექნებათ ჩვენი ზურგი, არცერთ მომენტში ისინი არ იქნებიან მარტო და მათ ვერავინ გამოიყენებს, იმიტომ, რომ ეს არის მათი ბრძოლა და არა უბრალოდ პარტიული. მეორე პირობა, ერთობა, მიუხედავად ყველაფრისა, არ არსებობს განსხვავება, რომელიც ჩვენ გვათქმევინებს უარს დღეს ერთად დგომაზე. ეს ერთობა არის, ეს ერთობა შემდგარია და ეს ერთობა არის პარტიულზე უფრო ფართო, ეს არის საზოგადოებრივი, თაობრივი, გენდერული, თუ გინდათ, ადამიანური და ყველანაირი. 

განაცხადა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ქუთაისში, სადაც მსვლელობა "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" გაიმართა. მსვლელობის შემდეგ, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×