რეზონანსი
25.04.2024

რეჟისორმა რუსუდან გლურჯიძემ ბოლოდროინდელი მოვლენები შეაფასა და აღნიშა, რომ ქვეყანაში არის შიდა საკითხები, რომელიც უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა, რომელიც არის უმრავლესობით არჩეული:

"მეც ჯიუტი ვარ და მომწონს, რომ სახელმწიფო ძალიან წყნარად მიჰყვება თავის გეზს. მე ვთვლი, რომ საქართველოს შიდა საკითხებში გარედან ჩარევა უნდა მორჩეს. არსებობს რაღაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მუშაობს საგარეო საკითხებზე; და ასევე არის შიდა საკითხები, რომელიც უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა, რომელიც არის უმრავლესობით არჩეული.

არის ასეთი „ბაბლი“, რომელიც ამბობს, რომ ეს არის რუსული მთავრობა. რა ინდიკატორი არსებობს იმის, რომ ეს არის რუსული მთავრობა? როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობა დაუახლოვდა რუსეთს, მე არ მჯერა, რომ პრეზიდენტს თვითონ სჯერა ამ სიტყვების. მე არ მახსოვს სალომე ზურაბიშვილის მსგავსი განცხადებები, როდესაც ის იყო სააკაშვილის მთავრობაში და სააკაშვილმა გაყიდა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები. მე არ გამიგია მისი არც ერთი ფრაზა, რომ სააკაშვილის მთავრობა იყო რუსული.

ევროპა არის ადამიანის თავისუფლება, მისი თავისუფლების დაცვა და განსხვავებული აზრის მოსმენის უნარი და კულტურა. ეს ახალგაზრდები აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდებიან ქალაქის ქუჩებში; გამოხატავენ ნებისმიერ აზრს; არ ეშინიათ, რომ ღამით მათ მიაკითხავს სუსი, სოდი; რომ მათ დახვდებიან სადარბაზოში, მერე ვიღაცას იპოვიან სახურავზე. მე არ მესმის - რაღაც ამნეზია დაემართა საზოგადოებას?“ - განაცხადა რუსუდან გლურჯიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×