რეზონანსი
25.04.2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, არავის სჯერა ისეთი რეზოლუციის, რომელიც სიმართლეს არ ეყრდნობა.

„გვახსოვს ევროპარლამენტის რეზოლუცია სააკაშვილის ვითომ წამებაზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გააქარწყლა. მან თქვა, რომ სააკაშვილს სასიკვდილო არაფერი სჭირს და სასჯელი უნდა მოიხადოს. ასევე, გვახსოვს ევროპარლამენტის რეზოლუცია კეზერაშვილის მედიამენეჯერობაზე, რომელიც ევროპის სააგენტოებმა გააქარწყლეს და მას თაღლითობაში ბრალი წაუყენეს. 

სამწუხაროა, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. არავის სჯერა ისეთი რეზოლუციის, რომელიც სიმართლეს არ ეყრდნობა. საქართველო ევროატლანტიკური სივრცის გზაზე დგას და სუვერენიტეტის შენარჩუნება რომ გვინდა, ეს სწორედ ევროპული ღირებულებაა, რასაც ევროპარლამენტის ვერცერთი რეზოლუცია ვერაფერს დააკლებს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა „საქართველოს პირველ არხს“.

ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს. რეზოლუციის პროექტს დღეს უნდა უყარონ კენჭი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×