რეზონანსი
28.04.2024

ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ბოლო დროს მის მი­მართ აგ­რე­სი­ულ­მა კო­მენ­ტა­რებ­მა იმა­ტა. რო­გორც იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი მის ეროვ­ნე­ბა­ზე კეთ­დე­ბა, რო­გორც ცნო­ბი­ლია ის ნა­ხევ­რად სო­მე­ხია.

"ჩემს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში მო­ი­მა­ტა აგ­რე­სი­უ­ლი ბო­ტე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი (ალ­ბათ ყვე­ლას­თან ვინც ოდ­ნავ მა­ინც აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ). ამ ბო­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ნა­წი­ლი ჩემს ეროვ­ნე­ბას (ნა­ხევ­რად სო­მე­ხი ვარ რა­ზეც ხმა­მაღ­ლა და სი­ა­მა­ყით ვსა­უბ­რობ ბავ­შვო­ბი­დან) და­მაკ­ნი­ნე­ბელ კონ­ტექ­სტში იყე­ნებს.

დიახ, მე ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლი და სო­მე­ხი ვარ. გამ­ზარ­და ამ სა­ო­ცარ­მა პი­როვ­ნე­ბამ. ბიჭი (არ­კა­დი ჰქვია და ბი­ჭის ეძა­ხი­ან ბავ­შვო­ბი­დან) ბა­ბუმ მას­წავ­ლა ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი, სა­კუ­თა­რი აზ­რის ქონა და მისი გა­მო­ხატ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მიზ­ნით.

ჩემი ბა­ბუს წი­ნაპ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ვიდ­ნენ მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის წინ, მო­ი­ტა­ნეს სომ­ხუ­რი ენა ჩემ თა­ო­ბამ­დეც კი და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­შობ­ლოს ეძა­ხი­ან. უყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ყვე­ლა­ზე დიდი პატ­რი­ო­ტია. ბაბუ 25 წე­ლია ვერ და­დის და სახ­ლი­დან მოვ­ლე­ნებს აკ­ვირ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კა­ზე ბაბუ მე­სა­უბ­რე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­ცე­მა­ში წას­ვლის წინ მიყ­ვე­ბა ახალ ამ­ბებს სიღ­რმი­სე­უ­ლად და მამ­ხნე­ვებს აქ­ცი­ებ­ზე ყოფ­ნი­სას. დი­ლით რომ ვიღ­ვი­ძებ მე­ხუ­ტე­ბა და მე­უბ­ნე­ბა რომ ამა­ყობს ჩე­მით და მეც ყო­ველ­დღე ვი­ა­მა­ყებ ჩემი ბა­ბი­კო­თი, რო­მე­ლიც დღემ­დე ბრო­წე­უ­ლის წვენს ხე­ლით მი­წუ­რავს და სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით მზრდის" - წერს ნა­ტა­ლია.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღეა ყიფ­ში­ძე­ბის გარ­შე­მო სკან­და­ლი არ წყდე­ბა. მის მიერ “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის” პირ­და­პირ ეთერ­ში გა­მოთ­ქმულ აზრს, რომ აქ­ცი­ებ­ზე ყოფ­ნით ის ქვეყ­ნის მო­მა­ვალს იცავს, მისი ბა­ბუა, მსა­ხი­ო­ბი ზურა ყიფ­ში­ძე სა­ჯა­როდ და­უ­პი­რის­პირ­და და ნა­ტა­ლი­ას მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა:

„ვაი მე! სადა ბა­ნა­ობ? შვი­ლო! შე ვი­რიშ­ვი­ლო, ვინ კა­მა­თობს იმა­ზე, რა­საც ამ­ბობ? ცოტა გა­ერ­კვი­ეთ? გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლე­ბი და დაც­ქვი­ტეთ ყუ­რუშ­კე­ბი!? შენ, ჩვე­ნი თა­ო­ბის, მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი!? სა­ო­ცა­რია? ასე ვინ და­გა­ბო­ლათ? ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ! სამ­წუ­ხა­როა!?” - წერს ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძის ბა­ბუა ზურა ყიფ­ში­ძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×