რეზონანსი
28.04.2024

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ქმარმა ცოლი დაჭრა. 35 წლამდე ქალს კაცმა ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში, მრავალი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტი თავდაპირველად რეანიმაციულ ბლოკში მოათავსეს, თუმცა ახლა უკვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×