რეზონანსი
28.04.2024

მზადება საპროტესტო აქციისთვის - დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აქციას გამართავენ. გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დოკუმენტის უკან გაწვევის მოთხოვნით იკრიბებიან. შეკრების ადგილი კი, რესპუბლიკის მოედანი იქნება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

"ჩვენი ერთადერთი სათქმელია "რუსული კანონი" იქნას გაწვეული უკან და არ მიიღოს საქართველოს პარლამენტმა, რადგან ეს არის შემაფერხებელი გარემოება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ყველა თანხმდება რომ ეს კანონი არის მათი მომავლის წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეები ხვდებიან რა საფრთხის შემცველია ეს კანონი," - ამბობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.

"ევროპულ მარშს," რომელიც ენჯეოებმა დააანონსეს, 7 ოპოზიციური პარტია უერთდება.

"ხალხის ერთიანობით, ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, გვინდა განვითარება და ამის შემაფერხებელი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც კონტრაქციებს უწყობენ საკუთარ ხალხსა და საკუთარ სამშობლოს, ეს ადამიანები უნდა ჩამოვაშოროთ მმართველობას. ცალსახად ეს არის ჩვენი მიზანი," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, არის კონსტიტუციური გადატრიალება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×