რეზონანსი
28.04.2024

ამერიკის მოქალაქე რომ გადასახადს იხდის და საქართველოში იხარჯება ეს ფული, სად მიდის, ზუსტად ხომ უნდა ვიცოდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ამერიკიდან შემოსული დაფინანსების მხოლოდ პოზიტიური მხარეა ცნობილი საზოგადოებისთვის, ხოლო უცნობია, სად იხარჯება ათეულობით მილიონი.

„ჩვენ ვიცით კარგი რაღაცები, მხოლოდ პოზიტიური მხარე ვიცით ამ ყველაფრის და ვიცით, რომ სადღაც ვიღაც დაატრენინგეს სოფლის მეურნეობაში, სადღაც რაღაც კულტურულ მემკვიდრეობაში. დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა. აქ ვიცით, ძალიან კარგი, რაღაც ნაწილი სად წავიდა, მაგრამ არ ვიცით, სად მიდის ათეულობით მილიონი. ისეთი პოზიცია გიჭირავთ, არ გამაგონოთ, რაში დაიხარჯა ფული, სად მიდისო, ამაზე აქციებს ატარებთ და რუსულს ეძახით „გამჭვირვალობის კანონს". არ გაინტერესებთ, ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის?", - აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×