რეზონანსი
28.04.2024

სახეზეა მორიგი შეთქმულება და შემოტევა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს მიდის კოორდინირებულად - შიგნიდან და გარედან. ამაზე მეტყველებს თუნდაც ევროპარლამენტის ის სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც ინიცირებული არის კორუმპირებული ევროდეპუტატების გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ გამოიწვიონ ეს მასობრივი არეულობა, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა „იმედის კვირასთან" საუბრისას განაცხადა.

„მიზანი არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამხობა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ისეთი პრაქტიკულად მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, რომელიც უარს იტყვის სუვერენული პოლიტიკის გატარებაზე, ძირს გამოუთხრის ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტს, გზას გაუხსნის ლგბტ პროპაგანდას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის და კიდევ მთელი რიგი სხვა საკითხები", - მიიჩნევს ბათიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×