რეზონანსი
28.04.2024

პარლამენტის ყველა შესასვლელთან, სადაც აქციის მონაწილეები ე.წ. ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მარშით საქართველოს პარლამენტის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძვრნენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მოქალაქეთა ერთობის სიმბოლო იქნება.

ცნობისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია "კი ევროპას, არა რუსულ კანონს" 19:00 საათზე დაიწყო. აქციაზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. აქციის გამო, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×