რეზონანსი
30.04.2024

"არ გრცხვენოდათ ამ ჩაწერილი ტაშის" - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" ჩაწერილი ტაშის ხმა ჩაურთო.

ხაბეიშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს გადაასწრეს.

ოპოზიციონერმა ლიდერმა სხდომაზე აქციის იმ მონაწილეების ინტერვიუც ჩართო, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს კანონპროექტი უნდა შეჩერდეს.

პიედესტალზე იდექით ეს მილიონერები, გალამაზებულები, კარგი, უკაცრავად მაგრამ გაქსუებულები, კარგი ნაჭამ-ნასვამი და ქვემოთ იყო ხალხი, რომელსაც 300, 400, 500 ლარზე ამუშავებთ, თავადვე თქვით, რომ  ჩვენ დავიქირავეთ ავტობუსები, მაგრამ ეს ავტობუსები რატომ დაუქირავეთ იცით?! თავადვე იცით, რომ გზის ფულიც კი არ აქვს ამ ხალხს მართლა რომ უნდოდეს თქვენი მხარდაჭერა, გზის ფულიც არ აქვს, რომ ჩამოვიდეს ბათუმიდან, ზუგდიდიდან თუ სხვადასხვა ადგილებიდან. ეს დამშეული ხალხი დააყენეთ და არ შემიძლია, რომ ეს წარმოუდგენელია, ჩრდილოეთ კორეას გადაასწარით, გადაასწარით რუსეთს, ყველას გადაასწარით და ბიძინა რომ ამბობდა, არა ევროინტეგრაციას, კი რუსულ კანონს და ამ დროს [ ჩართო ჩაწერილი ტაში] ან არ გრცხვენოდათ ამ ჩაწერილი ტაშის", - თქვა ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×