რეზონანსი
30.04.2024

თუ გსურთ, "უცხოური ძალის" დეფინიცია სიტყვა - სიტყვით აშშ-ს FARA-დან და საფრანგეთის კანონიდან გადმოვიტანოთ! დაუჭერთ მხარს? - მხარს ამასაც არ უჭერთ! - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი მოითხოვა, რომ სხდომის ოქმში დაფიქსირდეს, რომ აღნიშნულს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

ამასთან, ოხანაშვილმა ოპოზიციის პასუხად დაადასტურა, რომ საფრანგეთმა როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, კანონის რეგულაციიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამორიცხა, თუმცა როგორც განაცხადა, "არ გამორიცხა აშშ-ი, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა".

პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×