რეზონანსი
01.05.2024

გამჭვირვალობის კანონპროექტის დღევანდელ განხილვაზე ოპოზიციას არანაირი ახალი არგუმენტები არ წარმოუდგენია, - განაცხადა „ქრონიკაში" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

„არის ერთი განცხადება, რაც ვიცოდით - რომ შეიძლება, ეს ახლა საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ შემდეგ სახელმწიფო დაამძიმებს ამ კანონს და იტყვის, რომ ის, ვინც დარეგისტრირდება, აუცილებლად სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიებს დაექვემდებარება, როგორც ეს რუსეთშია. თუმცა, მე შემიძლია, გავიმეორო - არა რუსულ კანონს, ეს ჩვენი გზა არ არის. ჩვენი გზა არის ქართული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოში სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ საგანგებოდ მძიმე მდგომარეობაში, რაც მსოფლიოშია შექმნილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვისას ზოგი კითხვა სცდება შინაარსს, თუმცა, არის პროფესიონალური შეკითხვებიც.

„ამ კითხვებს პასუხობს ანრი ოხანაშვილი და არ მგონია, რომ რაიმე შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩეს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×