რეზონანსი
02.05.2024

„ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან თბილისში მიმდინარე აქციები შეაფასა, რომელიც გამჭვირვალობის კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვს.

ეკა სეფაშვილის თქმით, აქციები მშვიდობიანი ნამდვილად აღარ არის და დემონსტრანტების საბოლოო მიზანი საქართველოში რევოლუციის მოწყობაა.

„ვითომდა მშვიდობიანი მომიტინგეები არ ემორჩილებიან სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნებს და ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების პიკეტირებას, მათ გამოწვევას და ძალადობრივი აქტების პროვოცირებას. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი მიტინგის ფარგლებს სცდება. ეს უკვე ნამდვილად ძალადობრივი აქციებია და მათი ერთადერთი და საბოლოო მიზანია საქართველოში რევოლუციის მოწყობა." - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×