რეზონანსი
07.05.2024

კავკასიის უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო და აქციების მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მათი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა. 

"ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო, პოზიცია უცვლელია - ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა და ეს არაა ახალი არავისთვის, ვისაც მცირედით მაინც ჰქონია კავკასიის უნივერსიტეტთან შეხება.

უნივერსიტეტი ყოველთვის იქაა, სადაც ხართ თქვენ. ეს კავშირი მუდმივია, რადგან თქვენ ქმნით კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიას.

კავკასიის უნივერსიტეტი მტკიცედ დგას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ერთგულებაში და ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს", - ნათქვამია პოსტში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×