სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.02.2017

     ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ბიბლუსის რამდენიმე თანამშრომელი მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე საუბრობდა. ბიბლუსმა ბრალდებებს უპასუხა.

    „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მომხმარებლისა და საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება ბიბლუსის მიმართ. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ პუნქტობრივ და კონკრეტულ პასუხებს რამდენიმე თანამშრომლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე, რომლებიც დღეს გავრცელდა"-ნათქვამია განცხადებაში.

    მათივე განცხადებით, სამუშაო დრო არის 8 საათი, დამატებითი დროით, გაყიდვების სეზონური მატების პერიოდში დარჩენა ნებაყოფლობითია, რაშიც კონსულტანტები იღებენ ბონუსებსა და პრემიებს, რომელიც ხშირად ხელფასს ორჯერ და მეტჯერაც აღემატება.

    ბონუსების სისტემა მარტივი და ძალიან გამჭვირვალეა. გაყიდვებზე დამოკიდებული სამოტივაციო სისტემა აპრობირებული და მიღებულია მსოფლიოს ყველა წარმატებულ საცალო ქსელში.

    ბიბლუსის წარმომადგენლებმა გათავისუფლებულ ორ თანამშრომელზე და დეკემბრის თვეში მაღალი დატვირთვით მუშაობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

    „დეკემბერში მაღალი დატვირთვით მუშაობა ჩვეული მოვლენაა არამარტო ბიბლუსი გალერიში, არამედ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქსელსა თუ მაღაზიაში. ბიბლუსი გალერის კონსულტანტებმა აიღეს ზუსტად გათვალისწინებული, კუთვნილი ბონუსები, რომლებიც შესაბამისად, გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სხვა თვეებში. ორი კონსულტანტი გათავისუფლდა შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო. კონკრეტულად, იქცეოდნენ აგრესიულად, მიატოვეს სამუშაო პოზიცია, რამაც გამოიწვია მომხმარებლის უკმაყოფილება. ასევე, აღნიშნულ თანამშრომლებს მანამდე ოფიციალურად ჰქონდათ გამოცხადებული საყვედურები არასათანადო მუშაობისა და დარღვევებისთვის".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×