სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.03.2017

     ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულად ცნობილი, ზვიად ნაზღაიძისთვის კომპენსაციის გადაცემაზე კვლევა გამოაქვეყნა. „საია"-ს კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა.

    „საია"-ს კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს, ზვიად ნაზღაიძე თბილისში, ყიფშიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრე არ იყო . არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ნაზღაიძეს სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა.

    ოპოზიცია თბილისის მერიას მოსამართლე ნატა ნაზღაიძისთვის ქრთამის სახით მიწის ნაკვეთის გადაცემას ედავება. მათ აღნიშნულ საკითხზე დედაქალაქის მერი საკრებულოში დაიბარეს, თუმცა, დავით ნარმანიამ მისვლაზე უარი განაცხადა.

    შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე „საია" სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის წევრებმა დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატებს გააცნეს.

    „საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ მოექცა თბილისის მუნიციპალიტეტი ასე განსხვავებულად კონკრეტულ მოქალაქეს მაშინ, როდესაც ის არც კი შეიძლება სარგებლობდეს 13 ივნისს დაზარალებულის სტატუსით " , - განაცხადა „საიას" თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter