სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2017

     ანსის კინოფესტივალზე ქართველი ანიმატორი ნათია ნიკოლაშვილი გაემგზავრება. იგი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალზე პროექტით „ჭინკები" წარდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    ეროვნული კინოცენტრის, ანსისა და ნიქოზის კინოფესტივალების ერთობლივი კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის განვითარებაზე წელს მესამედ ჩატარდა.

    საფრანგეთიდან ქართველ ანიმატორებთან სამუშაოდ ანიმაციური ფილმების პროდიუსერი ოლივიე კატერინი ჩამოვიდა. სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს ქართველმა ანიმატორებმა კატერინს საკუთარი პროექტები წარუდგინეს, ჟიურიმ კი საუკეთესოდ ნათია ნიკოლაშვილის „ჭინკები" აღიარა.

    ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში წელს კიდევ 2 ქართული ანიმაციური ფილმი იქნება წარმოდგენილი: დათო კიკნაველიძის „ჯინო" და ანა ჩუბინიძის „ჯიბის კაცი".

    ფესტივალთან თანამშრომლობის მიუხედავად, ანსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში აქამდე ქართული ანიმაციური ფილმები არასდროს მოხვედრილა.

    ანსის კინოფესტივალი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საერთაშორისო ფესტივალია. იგი 1960 წელს დაარსდა და მას შემდეგ საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter