სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

    (რეზონანსი)

    ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. სხდომაზე განიხილავენ ყველა იმ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც გიორგი მამალაძეს ბრალი წაუყენეს. ბრალდებული ითხოვს, რომ საზოგადოებამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი იცოდეს.

    საქმეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განიხილავს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ პროცესის დახურვის შუამდგომლობა კვლავ დააყენოს.

    მამა გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და საქმე ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაკვალიფიცირდა.

    5 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დაიხურა. სხდომის დახურვის შუამდგომლობა მთავარმა პროკურატურამ დააყენა.

    ბრალდების მხარის ერთ-ერთი არგუმენტი, საქმეში არსებული ის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები გახდა, რომელშიც პროკურატურის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ. მოსამართლის განცხადებით, სხდომის ღიაობის შემთხვევაში მათი ვინაობა გამჟღავნდებოდა, რაც მისი თქმით, მათი თავისუფლების ხელყოფაა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter