სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

     (რეზონანსი)

    სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

    ნონა წოწორიას ძმა მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას დის საქმიანობას უკავშირებს და ანგარიშსწორებად მიიჩნევს.ოთარ წოწორია ამბობს,რომ საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული პისტოლეტი მის საკუთრებაში არასდროს ყოფილა. ორი რეგისტრირებული სანადირო თოფის ფლობას კი ადასტურებს.

    „სანადირო თოფები ჩემია და დანარჩენს უარვყოფ რომ ჩემია. ზეწოლაა, ანგარიშსწორებაა, მეტი სხვა რა უნდა დავარქვათ ამას. ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული" , - განაცხადა წოწორიამ.

    ადვოკატები ჩხრეკის დროს პროცედურების დარღვევაზე საუბრობენ. უფლებადამცველებისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა საგამოძიებო უწყებას, რომ ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით ჩაეტარებინათ. ბათუმში წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ჩატარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter