სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

    (რეზონანსი)

    „ბლექ სი არენასთან" ახლოს ახალი სარკინიგზო სადგური მოეწყო. ამის „შესახებ „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს.

    ცაგურიას თქმით, ახალი სადგური ფონდმა „ქართუ"-მ დააფინანსა და იგი საკონცერტო დარბაზთან 300-400 მეტრში მდებარეობს.ახალ სარკინიგზო სადგურს ორსართულიანი „შტადლერის" მატარებელი მოემსახურება.

    „როდესაც ასეთი დიდი კონცერტები იქნება, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მატარებლით წასული მგზავრები პირდაპირ „ბლექ სი არენასთან" გავაჩეროთ ახალ მოწყობილ მაღალბაქნიან სადგურზე, საიდანაც მგზავრები პირდაპირ გადაინაცვლებენ საკონცერტო დარბაზში",- განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

    როგორც „საქართველოს რკინიგზაში" განაცხადეს, კონცერტთან დაკავშირებით, დაინიშნა დამატებითი მატარებელი ბათუმიდან ურეკის მიმართულებით, რომლის მგზავრებიც „ბლექ სი არენას" სადგურზე შეძლებენ ჩასვლას.

    „აეროსმიტის" კონცერტი 20 მაისს „ბლექ სი არენაზე" გაიმართება.ჯგუფი საქართველოში 2017 წლის ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter