სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2017

     (რეზონანსი) ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, ორსართულიანი ეკლესია აშენდება. აღნიშნულის შესახებ პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა ანდრო მარჯანიშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს სურვილია ტაძარი "მაკდონალსდის" რესტონარანზე მაღალი გამოჩნდეს.

    არქიტექტორის ინფორმაციით, ტაძარი დაახლოებით 700 კვ.მ-ზე განთავსდება, პირველი სართული ბაზილიკა იქნება, მეორე კი გუმბათოვანი.

    ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის აგება მეუფე კალისტრატეს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. თუმცა, იმ ადგილზე ახლა "მაკდონალდსის" სწრაფი კვების ობიექტი შენდება. რესტორნის მშენებლობა სასულიერო პირებმა მიმდინარე წლის 13 იანვარს გააპროტესტეს, თუმცა მოგვიანებით მათ ყოფილი რესტორანი "თოლიას" ტერიტორია შეთავაზეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter