სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2017

     (რეზონანსი) თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებულები გამთენიისას საქართველოში დაბრუნდნენ. ანსამბლ „ლამპრების" წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თითქმის ყველა მათგანს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.თუმცა, განსაკუთრებით მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობაა. ცეკვის ანსამბლის ოპერატორი ამ დრომდე თურქეთის კლინიკაში რჩება, თავის ტვინის დახურული ტრავმის გამო, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

    ავტოსაგზაო შემთხვევა 16 ივლისს გამთენიისას მოხდა. ქალაქ ტრაბზონიდან 120 კილომეტრის მოშორებით ავტობუსი ამოტრიალდა. ავტობუსში 38 მგზავრი, მათ შორის 26 ბავშვი იყო. მოზარდები თურქეთში გასტროლებზე მიემგზავრებოდნენ.

    ანსამბლის წევრები უკვე დაკითხა პოლიციამ.გამოძიებას კითხვები ავარიის დეტალებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე ჰქონდა.აჭარის მთავრობის მეთაური მგზავრების გადმოყვანის პროცესს ადგილზე აკონტროლებდა.

    მოზარდები აცხადებენ, რომ არ იციან ზუსტად რა მოხდა, რადგან შემთხვევის დროს ეძინათ, თუმცა მძღოლის ნათქვამს იხსენებენ, რომელმაც მათ უთხრა, რომ გზა სხვამ გადაუჭრა.

    თურქეთში ამ დროისთვის 6 პირი რჩება. ისინი ტრაბზონისა და გირესუმოს საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები. აქედან 4-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთი კვლავ რეანიმაციაშია, ხოლო კიდევ ორი დაშავებული ამბოლატორიული დაკვირვების ქვეშაა. ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც იმყოფება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter