სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.08.2017

     (რეზონანსი) ხორვატიაში, ოპოზიციური პარტიის დეპუტატები ივან პერნარი და ივან სინჩიჩა ძალის გამოყენებით პარლამენტის სხდომიდან გაიყვანეს, მას შემდეგ რაც შეთავაზებაზე, თავად დაეტოვებინათ დარბაზი, უარი განაცხადეს.

    გავრცელებული ცნობის თანახმად, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ამ ორი დეპუტატისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი განიხილებოდა.

    აღსანიშნავია, რომ დეპუტატების პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაყვანის პროცესი, დეპუტატის ფეისბუქ გვერდიდან პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა.

    „აი, ეს არის დემოკრატია, ეს არის მმართველი პარტია, აი, მათი სიტყვის თავისუფლების პოლიტიკა და დემოკრატია, მათი მეთოდები!",- ყვიროდა დეპუტატი, როდესაც დაცვას პარლამენტის შენობიდან გაჰყავდა.

    აღსანიშნავია, რომ პერნარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას მხარს უჭერს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter