სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.09.2017

     (რეზონანსი) პეკინისა და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მერიაში შესაბამისი ბიზნეს წინადადება შესულია, რომელიც განხილვის ეტაპზეა.

    ნარმანიას განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიას პარკინგის ადგილი ნამდვილად სჭირდება და აუცილებლად დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

    "ჩვენ პეკინის და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით წინადადება გვაქვს მიღებული. ეს წინადადება, როგორც ბიზნეს წინადადება განხილვის სტადიაზეა და აუცილებლად დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ. პარკინგი ამ ტერიტორიას დამატებით ნამდვილად სჭირდება", - განაცხადა ნარმანიამ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter