სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2017

     (რეზონანსი) "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დედაქალაქის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა.

    როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, თბილისი მზრუნველ მერს ელოდება და ასეთია სწორედ გიორგი გუგავა.

    "ვინმე დაგჩაგრავთ, გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა. ავად გახდებით, გუგავა მოვა, ბანკი მოვა გამოსასახლებლად, გუგავა მოვა. წყალი გასკდება, გუგავა მოვა. გზა გაითხრება, გუგავა მოვა. რამე გაჭირვება გექნებათ, თქვენს გვერდით გუგავა იქნება, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, რიგში ჩადგომა, საშვის აღება, დაცვის კორდონების გადალახვა, ეს რეალობა იქნება. ეს იქნება ის, რასაც ჩვენი ქალაქი ელოდება, ჩვენი ქალაქი მზრუნველ მერს, ოჯახის წევრს, საკუთარ ძმას, საკუთარ მამას, მეგობარს, უბნელს ელოდება. ასეთი იქნება და არის გიორგი გუგავა", - განაცხადა ნათელაშვილმა.

    საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომრებს გაიმრთება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter