სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2017

     (რეზონანსი) "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს უნდობლობას უცხადებს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადეს.

    პარტიის ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საბიუჯეტო ინფორმაციით მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, გოცირიძემ დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პასუხგაუცემელი წერილებიც შეახსენა, მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სამინისტროდან მონაცემების დაზუსტების მიზნით გამოთხოვილი ინფორმაცია დადგენილ ვადებში ვერ მიიღო.

    „ჩვენწარმოდგენილ მასალებს უნდობლობას ვუცხადებთ. არაერთხელ გამოვთქვით ეჭვი იმის თაობაზე, რომ საბიუჯეტო ინფორმაციით მანიპულირება ხდება. ფინანსთა სამინისტროს, აქ წარმოდგენილი რამდენიმე მონაცემის დაზუსტების მიზნით, მივმართეთ. ჩვენ პასუხი არ მიგვიღია, რითაც კანონი ირღვევა.

    „ნაცვლად იმისა, რომ ათი დღის ვადაში ფინანსთა სამინისტროს პასუხი გაეცა, პირველი წერილის გაგზავნის დღიდან 37 დღეა გასული. მეორე წერილის შემთხვევაში კანონზე 18 სამუშაო დღე გადამეტებულია. ჩვენ ვადას სამშაბათამდე გაძლევთ. თუ სამშაბათამდე კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია ჩვენთვის მოწოდებული არ იქნება, ოთხშაბათს, პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება და კანონით დადგენილ ყველა ზომას მივმართავთ ",- ამბობს გოცირიძე.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter