სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2017

     (რეზონანსი) სააგენტო „ინტერფაქსის" რედაქტორი, 33 წლის იური ნიკიფოროვი მოსკოვის ოლქში, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი მისმა მეუღლემ აღმოაჩინა.

    ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ხოლო ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლადაა გადასვენებული.

    მედიაში გარდაცვალების რამდენიმე ვერსია ვრცელდება. წერენ იმაზე, რომ ნიკიფოროვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    როგორც „ინტერფაქსის" დირექტორის მოადგილე ალექსეი გორშკოვმა განაცხადა, კოლეგებს და ახლობლებს თვითმკვლელობის შესახებ დამადასტურებელი ნიშნები არ შეუმჩნევიათ.

    „გავრცელდა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ. ამის შესახებ კომენტარი სამართალდამცავებმა უნდა გააკეთონ, თუმცა, ჩვენი თვალსაზრისით, ეს უცნაური ისტორიაა. არც კოლეგებსა და არც ახლობლებს ამ ვერსიის დამადასტურებელი ნიშნები არ შეუნიშნავთ. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება დეტალურად ჩატარდება", - განაცხადა გორშკოვმა.

    ნიკიფოროვი სააგენტო „ინტერფაქსის" რედაქტორად 2014 წლიდან მუშაობდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter