სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2017

     (რეზონანსი) პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ, სადაც საკონსტიტიციო ცვლილებების ალტერნატიულ პროექტზე მსჯელობენ.

    ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დახმარებით ცდილობენ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიცია ჩამოაყალიბონ და მოლაპარაკებების წინაპირობად "ქართულ ოცნებას" წარუდგინონ.

    შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების შეცვლის იმედი არ აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია უმოქმედოდ იყოს.

    "არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ ხელისუფლება თავის გეგმებში ცვლილებას შეიტანს და კონსესუსისკენ ნაბიჯს გადმოდგამს. რასაც აქამდე აკეთებდნენ მეტყველებს, რომ ისინი დინების წინააღმდეგ ცურვის გაგრძლებას აპირებენ. ახლა ის საშიშროებაა, რომ პოლიტიკურ მდინარეში ჩაიძირონ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი გავაკეთოთ. ჩვენ ახლა უფრო მაღალ დონეზე იმ საკითხს ავიყვანთ, რასაც მთელი მსოფლიოსთვის იმის შეტყობინება ჰქვია, რომ მთელი საქართველო სამართლიან საარჩევნო გარემოს ვითხოვთ", - ამბობს "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი.

    ოპოზიცია რამდენიმე საკითხზე საკუთარი ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას აპირებს. ეს იქნება: პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლა, გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად განაწილება, ბლოკების შექმნის შესაძლებლობის შენარჩუნება და პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter