სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2018

     (რეზონანსი) პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნდობის ჯგუფის შეხვედრას არ გამორიცხავს.

    მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის ჯგუფის მექანიზმი ასეთ საკითხებზე აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული.

    „ნდობის ჯგუფი შეხვედრა უკვე შედგა, როცა საქმე ეხებოდა სპეცოპერაციას თბილისში. არც გამოვრიცხავთ, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებზე, მათ შორის პანკისში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია და ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტში ეს მექანიზმი უნდა იყოს აქტიურად გამოყენებული", - კანაცხადა კომახიძემ.

    როგორც მან აღნიშნა, როგორც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები სუსტია და საკანონმდებლო ორგანო მუშაობს იმისთვის, რომ ეს ფუნქციები უფრო ეფექტიანი გახდეს

    „რაც შეეხება საზედამხედველო ფუნქციებს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ მიმართულებით პარლამენტის რესურსები არის ტრადიციულად ძალიან სუსტი, ჩვენ გვჭირდება რესურსების განვითარება, რათა უკეთ განვახორციელოთ საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამბიცია და ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, სამი წლის თავზე, როდესაც ეს პარლამენტი ამოწურავს თავის უფლებამოსილებას, თვისობრივად განსხვავებულ ინსტიტუციას მივიღებთ", - დასძინა კობახიძემ.

    შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა რა დროსაც სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

    ერთ-ერთი მათგანი - თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved