სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.01.2018

     (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სემონ გრიგორიევმა განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების რიცხვი ცხრიდან თექვსმეტამდე გაიზარდა.

    გრიგორიევის თქმით, სხვა რაიონებთან შედარებით, ყველაზე მეტი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები სოხუმში ცხოვრობენ. შესაბამისად, ყველაზე მეტი საარჩევნო უბანიც აქ განთავსდება.

    მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნებიც ასევე დაკომპლექტდება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისგან. კენჭიყრის ღონისძიებების ორგანიზება დე ფაქტო პრემიერმინისტრ, ბესლან ბარციცს დაევალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter