სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.02.2018

     (რეზონანსი) ჩემი უკრაინიდან გაძევება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ეს ყველა მოქმედი იურიდიული ნორმის დარღვევაა, - ამის შესახებ ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

    „თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. უცოდინარი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან ის ადამიანი გააძევო, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში. კითხვას ვსვამ, გამასამართლებენ თუ არა უკრაინის სასამართლოში? როგორ აპირებთ ამას? პოროშენკოს სულ არ აწუხებს უკრაინის კანონები. დამაბრუნეთ უკრაინაში. მე მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ", - განაცხადა სააკაშვილმა.

    მან ასევე მიმართა უკრაინელებს და განაცხადა, რომ მათ „პათოლოგიური მატყუარები მართავენ".

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter