სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.04.2018

     (რეზონანსი) როგორც ბარნოვზე მოკლული გოგოს დედამ, ნათია გობაძემ განაცხადა, მისი ყოფილი მეუღლე, ვეფხია ბაქრაძე მასზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

    " ძალადობდა ჩემზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. სახლში ჯაჭვით დამაბა და ორი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი. მერე წამომიყვანა, მაგრამ რომ არ შევურიგდი, მუქარა გააგრძელა, რომ მე, ან ჩემს შვილს მოკლავდა" , - განაცხადა გობაძემ.

    მისი თქმით, ვეფხია ბაქრაძემ დაქორწინებაც აიძულა.

    "ყველაფერზე ვთანხმდებიდი, რადგან მე მაისში ქვეყნის დატოვებას ვაპირებდი და ვფიქრობდი, რომ მოვიშორებდი თავიდან", - აღნიშნა მოკლულის დედამ.

    13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved