სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.04.2018

     სომხეთში, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ნიკოლ პაშინიანმა მომხრეებს, რომლებიც სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრობას ეწინააღმდეგებიან, სამშაბათს პარლამენტის შენობის ყველა მისასვლელის ბლოკირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქცია, სახელწოდებით „დაბლოკე ქუჩები“ სამშაბათს უფრო მასშტაბურად უნდა გაიმართოს.

    დღეს კი, ერევანში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 სამართალდამცველია. ერთ-ერთ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოში ამ დრომდე 31 ადამიანი რჩება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved