სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებებს აფასებს, რომელიც ბარნოვზე მომხდარ საზარელ მკვლელობას შეეხებოდა.

    ზარდიაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის ქმედება ამორალურია, როცა საზოგადოებამ ირაკლი ქორიძე გარეთ იხილა, ხოლო, ვეფხია ბაქრაძე – შეწყალებული.

    მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების უფლების გამოყენებისას უამრავი შეცდომა დაუშვა:

    "როდესაც პრეზიდენტს ქორიძის შეწყალებაზე მივმართეთ, მან თემა საერთოდ დააიგნორა მაშინ, როცა ქვეყანაში 300 აბი სუბოტექსის შემომტანი შეიწყალა. მოგვიანებით ვიხილეთ, რომ ამ ადამიანმა 1000 აბი სუბოტექსი შემოიტანა. შემდეგ ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებული პირი ვიხილეთ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მარგველაშვილს შეწყალებაზე ექვსჯერ უარი უთხრა, როცა მეორე შემთხვევაში, მართლმსაჯულების სამივე ინსტანციამ სასჯელი უცვლელად დატოვა, პრეზიდენტმა მას სასჯელი გაუნახევრა.

    რა საზარელი ტრაგედია მოხდა, ყველამ ვიხილეთ. ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი შეცდომის შემთხვევაში, ნებისმიერი თავმოყვარე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა. მარგველაშვილი თავის ქმედებაზე ხელებს სხვისკენ იშვერს. ერთხელ ეკა ბესელიას მიმართ გაიშვირა, ახლა ოჯახის წევრებზე. შეიძლება ვინმეს კენედის მკვლელობაც დააბრალოს“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved