სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     (რეზონანსი) სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, ერევანში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით 29 დემონსტრანტი დააკავეს.

    მხარდამჭერების დაკავების შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიის „ელქის" ლიდერი, სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ადასტურებს. ის მომხრეებს ერევნის ქუჩების ბლოკირებისკენ მოუწოდებს.

    ერევნის ცენტრში მომიტინგეებს ამირიან-მაშტოცის ქუჩების კვეთა ავტობუსით აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეები საფრანგეთის მოედანზე იკრიბებიან.

    ერევანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას ეწინააღმდეგებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved