სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     (რეზონანსი) ყველას დაგვინგრია ცხოვრება და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს, - ამის შესახებ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა ლიკა ბაქრაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, მამასთან კონტაქტი არ ჰქონია და მასთან ძალიან ბევრი კითხვა აქვს.

    „მამაჩემთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვნახო, მასთან ბევრი კითხვა მაქვს. ჯერჯერობით არც ადვოკატთან არ მქონია კომუნიკაცია. რა სასჯელს იმსახურებს როგორ გითხრათ? ცხოვრება დაგვინგრია, თავის თავს დაუნგრია, შვილებს, თაკოს, თაკოს დას დაუნგრია, ყველას დაგვინგრია და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს", - აღნიშნა ბრალდებულის შვილმა.

    მისივე თქმით, ინციდენტის მოტივის გარკვევას აუცილებალდ აპირებს და მამამისის ქმედებას „არანაირი გამართება არ აქვს".

    13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. ბრალდებული ყოფილი მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძეა,

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved