სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     (რეზონანსი)თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებით გელოვანის გამზირზე, „აგროჰაბთან" ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქვეითთა გადასასვლელი გაუქმდა.

    ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დავალებით შემსრულებელმა კომპანიამ ე.წ „ზებრები" წაშალა და განათავსა ნიშანი „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია". ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გზაგამყოფ გაზონზე ქვეითთა გადასასვლელი ბილიკი ჩაკეტა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved