სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     (რეზონანსი) ევროპულ საქართველოს წევრი სერგო რატიანი "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართავს და აცხადებს, რომ მზარდი კრიმინალი, მათ შორის მზარდი ნარკოდანაშაული, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.

    " ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოკავშირედ გაიხადა კრიმინალი. ის კრიმინალური ჯგუფების საშუალებით თავს ესხმოდა პოლიტიკურ ოპონენტებს. კრიმინალურ მოძალადე ჯგუფებს ჩვენ ვხედავდით აქციებზე, არჩევნებზე. ახლა სწორედ ეს ჯგუფები დაუპირისპირეს ახალგაზრდებს - იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სულ სხვა სულისკვეთებით არიან გაზრდილი და არ დაუკრავენ 31-ჯერ ტაშს ბიძინა ივანიშვილს. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომელთაც არ მიუციათ ქრთამი პოლიციისთვის და არ ენატრებათ 27 ლარად მოსკოვში გადაფრენა. თქვენ მათ ის მოძალადე ჯგუფები დაუპირისპირეთ, რომელთაც ხშირ შემთხვევაში, პატრიოტებს ეძახით. თქვენ იდენტობა სწორედ ასეთ კრიმინალური ჯგუფების მიმართ გაქვთ. ეს ყველაფერი თქვენი სრული კრახით დასრულდება. თქვენ ეს ახალგაზრდები გადაგიყოლებენ - ეს ახალგაზრდები გააკეთებენ იმას, რომ ხელისუფლებაში თქვენნაირი ადამიანები აღარ იქნებიან", - განაცხადა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved