სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     ანალიტიკოსი, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ქრისტესი სახელი შემოგვრჩა მხოლოდ, თორემ ჩვეულებრივ კერპთაყვანისმცემლებად დავრჩით, სხვის სისხლს რომ ვეძებთ შესაწირად. რაც ღმერთი განკაცდა, სხვისი შეწირვის ნაცვლად საკუთარი სინანულის შეწირვა გვირჩია საცხონებლად და საკუთარი სიკეთე.

    "აღარ დავრჩით ქრისტიანები ამ ქვეყანაში. აბა, სად გინახავთ, ქრისტიანს თავი სხვაზე უკეთესი ეგონოს? სად გაგიგიათ, ქრისტიანი სხვის ცოდვებს დასდევდეს და განიკითხავდეს საკუთარი ცოდვილობის სინანულის ნაცვლად? სად წაგიკითხავთ, ქრისტიანი მოძალადე ყოფილიყოს და თვითკმარი ხიბლში მყოფი სხვას აიძულებდეს იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე თავადაა?

    ქრისტესი სახელი შემოგვრჩა მხოლოდ, თორემ ჩვეულებრივ კერპთაყვანისმცემლებად კი დავრჩით, სხვის სისხლს რომ ვეძებთ შესაწირად", - წერს გამზარდია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved